"ახლა ის ეტაპი დადგა, როცა კლუბის მწვრთნელი უნდა გავხდე" - ლუის ენრიკე
როგორც მოგეხსენებათ, მაროკოსსთან განცდილი მარცხის შემდეგ, "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოსტი დატოვა.
🔴 OFICIAL | La @RFEF agradece a @LUISENRIQUE21 su trabajo al frente de la @SEFutbol
— RFEF (@rfef) December 8, 2022
🔗 https://t.co/6Cib6cpJ1l#GraciasLuisEnrique pic.twitter.com/wkAIMu2utd
ამ ყველაფრის შემდეგ, 52 წლის სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ კვლავ დაბრუნდეს საკლუბო ფეხბურთში. ერთ-ერთ პოდკასტში ენრიკემ განაცხადა, რომ მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად დიდი გამოცდილება მიიღო.
"მივიღე გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით გავიმეორებდი, მაგრამ ჩემს თავს სხვა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვხედავ. ვგრძნობ, რომ მზად ვარ საკლუბო ფეხბურთში დასაბრუნებლად. დაველოდები მომავალ სეზონს და მზად ვარ საინტერესო შემოთავაზებების მისაღებად."
Luis Enrique confirms: “I want to return to club football, I want to coach a club again after my experience with Spain”, told @IbaiLlanos. 🚨🇪🇸 #Qatar2022
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 12, 2022
‘Lucho’ was already approached by clubs last year but he was 100% focused on Spain. Now it’s time to be back. pic.twitter.com/doavDkOzZX
ენრიკესთვის საკლუბო ფეხბურთი ნამდვილად არ არის უცხო. მან საკუთარი შესაძლებლობეი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა "სელტაში". "რომასა" და "ბარსელონაში". ამ უკანასკნელთან ერთად, ესპანელმა სამ სეზონში 9 ტიტული მოიგო. კატალონიელებმა, ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ, ორი ლა ლიგა, სამი კოპა დელ რეი, ერთი ჩემპიონთა ლიგა, ერთი ევროპის სუპერთასი, ერთი ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.