Belive

,,ახლა ბარეზიც კი მასზე უკეთესია'' - კოსტაკურტა მატს ჰუმელსზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' ლეგენდარული ფეხბურთელი, ალესანდრო კოსტაკურტა, მისი ყოფილი გუნდისა და დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ერთ ჯგუფში მოხვედრას გამოეხმაურა:

,,სანამ მოედანზე ჰუმელსს ვხედავ, იმედი მექნება... ამას მისდამი პატივისცემით ვამბობ... სანამ მატსი თამაშობს, შანსები არსებობს. ახლა ბარეზიც კი მასზე უკეთესია

 

რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ჰუმელსს სწრაფი ლეაოს შეკავება ძალიან გაუჭირდება,'' - განაცხადა კოსტაკურტამ.

,,მილანი'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ,,დორტმუნდთან'', ,,ნიუკასლთან'' და ,,პსჟ-სთან'' ერთად იასპარეზებს.

,,როსონერი'' პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს, ,,ნიუკასლთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები