Belive

ახალი შენაძენი - დინამო თბილისმა გვინეელი თავდამსხმელი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, “დინამო თბილისმა” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებს გვინეელი თავდამსხმელი, სეკოუ კეიტა შეუერთდა.
📢🇬🇳 დინამოს 26 წლის გვინეელი ფორვარდი - სეკუ კეიტა შეემატა. ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული... Posted by FC Dinamo Tbilisi on Thursday, 25 February 2021
  კეიტა, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდის “ატლეტიკოს” B გუნდში, საფრანგეთის ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ ერმისსა და ლუქსემბურგის “დუდელანჟში” ირიცხებოდა, ბოლოს ქუვეითური “ალ არაბის” მაისურს ირგებდა. 26 წლის ცენტრალური ფორვარდი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის მაისურით 7 შეხვედრაში უთამაშია. ამჟამად გიორგი ნემსაძის განკარგულებაში 4 ცენტრალური თავდამსხმელია: ახალწვეულები - ზორან მარუშიჩი და კარლოს კასტრო, გამოცდილი გიორგი გაბედავა და ახალგაზრდა თორნიკე ახვლედიანი. “დინამო თბილისი” 12 თებერვალს ანტალიაში გამართული შეკრებიდან სამშობლოში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 2021 წელს, 22 თებერვალს ჩაატარა და ქვეყნის სუპერთასი მოიპოვა, სადაც "გაგრა" დაამარცხა.

სხვა სტატიები