Belive

ახალი კონტრაქტი და ნაკლები ანაზღაურება - პაიე მარსელის ერთგულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიმიტრი პაიემ მარსელის "ოლიმპიკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადრ კლუბში 2024 წლამდე ითამაშებს. როგორც ჩანს, გამოცდილი ფეხბურთელისთვის "მარსელი" მნიშვნელოვანი კლუბია, რადგან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მისი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდა. მომავალი სეზონის განმავლობაში, 33 წლის ფეხბურთელი იმ თანხის ნახევარს მიიღებს, რაასც წინა ხელშეკრულება ითვალისწინებდა, უკვე 2021/22 წლებში კი მისი შემოსავალი არსებულთან შედარებით 30%-ით ნაკლები იქნება. გარდა ამისა, "ვესტ ჰემის" ყოფილმა ათიანმა ევროტურნირებში მონაწილეობის გამო მისაღებ დანამატზეც უარი თქვა. საერთო ჯამში, ბოლო 2 სეზონის განმავლობაში პაიეს ჯამაგირი 40-60%-ით შემცირდა, როგორც ფრანგულ პრესაში წერენ, ეს იმითაა განპირობებული, რომ მას რეგულარულად ძირითადი შემადგენლობის წევრობა სურს და მზადაა მაღალ შემოსავალზე უარი თქვას. აღსანიშნავია, რომ 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ის 37 წლის იქნება. დიმიტრი პაიე "მარსელში" პრემიერლიგაში 2-წლიანი შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, 2017 წელს დაბრუნდა და საერთო ჯამში ამ კლუბის მაისურით 212 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა და 69 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ეროვნული გუნდის მაისური მან 38-ჯერ მოირგო და მეტოქის კარის 8-ჯერ აღება მოახერხა.

სხვა სტატიები