აივან ტოუნი: "საუდის არაბეთის ჩემპიონატი, ინგლისის პრემიერ ლიგის დონისაა"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალ აჰლისა და ინგლისის ნაკრების 29 წლის ფორვარდმა - აივან ტოუნიმ, რომელიც ბრენტფორდიდან ალ აჰლიში გადავიდა, ამტკიცებს, რომ საუდის პრო ლიგა, ინგლისის პრემიერ ლიგის დონისაა და მის გუნდს რომ პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალება მიეცეს, ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.
"ჩემი აზრით, საუდი პრო ლიგა პრემიერ ლიგის დონეზეა და რომ მოგვეცეს შანსი, რომ პრემიერ ლიგაში ვითამაშოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 4-5 ადგილისთვის ვიბრძოლებთ და ევროტურნირებზეც გავალთ.
ეს ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია უმაღლესი ხარისხით - საუდის არაბეთში სტანდარტი მაღალია. აქ ფეხბურთის თამაში ძალიან მაღალ დონეზე შეუძლიათ. შეიძლება ფეხბურთელები ისეთი ცნობილები არ არიან, როგორც პრემიერ ლიგაში, მაგრამ ბევრია, ვისაც იქ თამაში შეუძლია." - აივან ტოუნი
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, აივან ტოუნიმ პრემიერ ლიგა 1 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დატოვა და საუდის არაბეთს, კერძოდ კი ალ აჰლის მიაშურა, სადაც 31 თამაშში 24 გოლის გატანა შეძლო.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აივან ტოუნის ბრალდება წაუყენა, რის შემდეგაც მას 1-წლიანი დისკვალიფიკაცია დააკისრეს.