Belive

აიაქსმა დე ლიხტის შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "აიაქსის" ცენტრალური მცველი, მატიას დე ლიხტი დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის. როგორც იცით, 19 წლის ფეხბურთელით ევროპის ძალიან ბევრი გრანდი, მათ შორის "ბარსელონაა" დაინტერესებული. დე ლიხტის შესაძენად ყველაზე მეტად სწორედ კატალონიური კლუბი აქტიურობს. რამდენიმე საათის წინ, ესპანურ Sport-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აიაქსი" დე ლიხტის გაყიდვის შემთხვევაში დაცვას "ბარსელონას" 19 წლის უკანახაზელით, ჟან-კლეარ ტოდიბოთი გააძლიერებს. აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანამ" ფრანგი მცველი 2019 წლის 31 იანვარს "ტულუზადან", 8 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. ცნობილია, რომ ამსტერდამელები ტოდიბოს დამატებას არენდით აპირებენ.

სხვა სტატიები