Belive

აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი, ჯოდი ლუკოკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა.
"ჩვენი ყოფილი მოთამაშე ჯოდი ლუკოკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. მშვიდად განისვენე, ჯოდი," - წერს "აიაქსი".
ლუკოკიმ, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში თამაშობდა, კარიერი სწორედ ამსტერდამულ კლუბში დაიწყო. "აიაქსში" ჯოდის კარიერა კარგად ვერ განვითარდა, რის შემდეგაც ის "კამბურსა" და "ზვოლეში" თამაშობდა. 2015 წელს ლუკოკი "ლუდოგორეცს" შეუერთდა, სადაც კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი გაატარა. ბულგარეთის საუკეთესო გუნდში 29 წლის ფეხბურთელმა 158 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, ქვეყნის ჩემპიონი კი სამჯერ გახდა. ჯოდი ლუკოკიმ სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც "ტვენტემ" მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. 29 წლის კონგოელის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.  

სხვა სტატიები