Belive

აიაქსის მწვრთნელი: "სიტყვები არ მაქვს, ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა.

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა - ალფრედ შროიდერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, იგი ასევე შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას და შექება არ დაიშურა.

"ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ვაკვირდებოდი, აქამდე მასზე ბევრი მსმენია. დღეს ის ფენომენალური იყო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და დიდი ფენომენია. სწორედ ამიტომაც მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.". - ალფრედ შროიდერი.

სხვა სტატიები