Belive

აიაქსის 2000 ფანი ინგლისის ქვედა ლიგის მატჩს დაესწრება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოურ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ამსტდერდამის "აიაქსის" 2000 ფანი "ლეიტონისა" და "ბრაიტონის" 21-წლამდე გუნდის მატჩზე დასწრებას გეგმავს. მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" სტუმრად გასამართ მატჩზე დისკვალიფიკაციაა. გადაწყვეტილებას ისინი ამ ფორმით აპროტესტებენ. "აიაქსის" გულშემატკივარი UEFA-მ "ვალენსიასთან" სტუმრად ჩატარებული თამაშისას, "მესტალიას" დაზიანების გამო დასაჯა. "აიაქსსა" და "ჩელსის" შორის დაპირისპირება 6 ნოემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება. "ლეიტონი" და "ბრაიტონი" ერთმანეთს წინა დღეს შეხვდებიან.

სხვა სტატიები