Belive

,,აი, რატომ არ ასრულებს კარიერას რონალდუ'' - მუტუმ საინტერესო მიზეზი დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუმინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ადრიან მუტუმ, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს საკუთარ შვილთან ერთად თამაში სურს:

,,რონალდუს საკუთარ შვილთან ერთად ოფიციალური მატჩის ჩატარება უნდა და კარიერას ამიტომ არ ასრულებს - ეს არის მისი მთავარი მოტივაცია...

ალ ნასრში ეს შესაძლებელია, სხვა გუნდში კი უფრო რთული იქნებოდა. ვფიქრობ, შეუძლებელი არაა, რომ სეზონის ნახევარი მაინც, ერთად ითამაშონ.'' - ადრიან მუტუ

ევრო 2024-დან გამოვარდნის შემდეგ რონალდუ რამდენიმეკვირიან შვებულებაშია, შემდეგ კი ,,ალ ნასრს'' შეუერთდება, რომელიც ახალი სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, საუდის არაბეთის სუპერთასზე, ,,ალ ტაავუნის'' წინააღმდეგ გამართავს.

კრიშტიანუს შვილმა, რომელიც 14 წლის 17 ივნისს გახდა, გასული სეზონი ,,ალ ნასრის'' 13-წლამდელთა გუნდში გაატარა.

სხვა სტატიები