Belive

აგუერომ სეზონი ჰეთ-თრიქით დაიწყო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო აგუერომ პრემიერლიგის სეზონი ჰეთ-თრიქით გახსნა - არგენტინელი თავდამსხმელმა "სიტის" მოედანზე "ჰადერსფილდს" 3 ბურთი გაუტანა და გუნდს საბოლოო ანგარიშით 6-1 მოგებაში დაეხმარა. აგუეროს გარდა „სიტის“ მხრიდან გოლები გაბრიელ ჟესუსმა და დავიდ სილვამ გაიტანეს, ჰოლანდიელმა ტერენს კონგოლომ კი ერთი ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, რომელიც "ჰადერსფილდმა" სეზონის დასაწყისში "მონაკოდან" €20 მილიონად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ "სიტიმ" იოლი გამარჯვება რამდენიმე ლიდერის არყოფნით გაიფორმა - პეპ გვარდიოლამ სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები დატოვა, როგორებიც რაჰიმ სტერლინგი, რიად მაჰრეზი და ლერიო სანე არიან, კევინ დე ბრუინს კი ტრავმა აწუხებს და მოედანს 3 თვეში დაუბრუნდება.

სხვა სტატიები