Belive

აგუერო სტერლინგის ტრანსფერზე: ,,ზოგჯერ სიტის ხელმძღვანელობა უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, რაჰიმ სტერლინგის ,,ჩელსიში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,სტერლინგის გაყიდვა ჩემთვის გაუგებარია. ზოგჯერ ,,მანჩესტერ სიტის'' ხელმძღვანელობა უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. რა თქმა უნდა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ფეხბურთელებიც იღებენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ იქ უნდა ითამაშო, სადაც გსურს. რაჰიმმა საკუთარი ნიჭი გამოავლინა. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა. მან გუნდის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა,'' - აგუეროს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
სტერლინგმა ,,ჩელსისთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა როგორც Transfermarkt-ი იტყობინება, ,,არისტოკრატებმა” ინგლისელის სანაცვლოდ 63,7 მილიონი ევრო გადაიხადეს. 27 წლის ფეხბურთელი ,,სიტიში” 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში შემტევმა მანჩესტერული კლუბის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები