Belive

ჩაკვეტაძის აგენტი: დაბრუნების დრო და შესაძლო ტრანსფერი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქართული ფეხბურთის ქომაგი გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელის. 20 წლის ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე წლის თებერვლიდან მოყოლებული, მუხლის ტრავმა აწუხებს და თამაშს ვერ ახერხებს. ბელგიური გენტის შემტევმა ნახევარმცველმა ოპერაციის შემდეგ, ხანგრძლივი აღდგენითი პროცესი წარმატებით დაასრულა და რამდენიმე კვირაა, სავარჯიშო პროცესიც განაახლა. როგორც ფეხბურთელის აგენტმა გიორგი გახოკიძემ Live.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ჩაკვეტაძე უკვე სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშობს და დიდი შანსია, სანაკრებო პაუზის მერე, მოედანზეც ვნახოთ. არაა გამორიცხული, ეს 24 ნოემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში მოხდეს, როცა გიორგის გუნდი "ანტვერპენს" შეხვდება. ერთა ლიგაზე გაბრწყინების შემდეგ, ჩაკვეტაძის მიმართ წამყვანი ევროპული ჩემპიონატის კლუბების ინტერესი არ შემწყდარა. არსებობდა "დორტმუნდის", "რომას" ვარიანტები, საქართველოს ნაკრების მატჩს ანდორაში კი "ბარსელონას" სკაუტებიც დაესწრნენ. ბოლო დღეებში, ეს თემა კვლავ გააქტიურდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელით "ვალენსია" დაინტერესდა. აგენტმა ეს ცნობა არ დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მთავარია გიორგი მოედანს დაუბრუნდეს, შეთავაზებებს კი ზამთარში განიხილავენ...
67407725_2730812346932204_4993196689041915904_o
ისე, ორი გიორგის ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გუნდს სეზონის შესანიშნავი დასაწყისი აქვს და 14 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა, თანაც მდევრებზე ნაკლებჯერ უთამაშია. "დინამო თბილისის" აღზრდილ ფეხბურთელს, რომელიც მესამე სეზონია "გენტში" ირიცხება, საქართველოს ნაკრებში 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მისი ფორმაში ყოფნა უმნიშვნელოვანესი იქნება...  

სხვა სტატიები