Belive

აფრიკის თასის 1/2-ფინალური წყვილები ცნობილია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის თასი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ნახევარფინალური წყვილებიც ცნობილია. ბოლო 1/4-ფინალურ დაპირისპირებებში ნიგერიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა, ხოლო ეგვიპტემ კოტ დ'ივუარს მძიმე ბრძოლაში 3:2 სძლია.

მომდევნო ეტაპზე გასული ოთხივე ნაკრების ვინაობა ცნობილია, წყვილები კი ძალიან საინტერესოდ დაკომპლექტდა, 14 იანვარს სენეგალი ეგვიპტეს შეხვდება, ხოლო მომდევნო დღეს ნიგერია მაროკოს დაუპირისპირდება.

მიმდინარე ტურნირს ხიბლს ის ფაქტიც სძენს, რომ აფრიკის თასზე მოასპარეზე ვარსკვლავები შესანიშნავ ფორმაში არიან. რეალ მადრიდის ფეხბურთელი ბრაიმ დიასი 5 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, 4-4 გოლი აქვთ გალათასარაის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს და ლივერპულის ვარსკვლავ მო სალაჰს, 3 გოლი კი გაიტანა ადემოლა ლუკმენმა.

სხვა სტატიები