adidas-მა Tomorrowland-ის კოლექცია გამოუშვა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
adidas-ის თანახმად, ახალი კოლექციის, სახელწოდებით LOVE, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სამყაროს ერთიანობა, პოზიტიურობა და სიყვარული აერთიანებს - სწორედ ის, რაც Tomorrowland-ის მთავარ ღირებულებებში დევს.View this post on Instagram
ფერები, რომელსაც კოლექციაში ვხვდებით, Tomorrowland- განთქმული ფეიერვერკის ამსახველია. სიტყვა LOVE-ში კი, O-ს ნაცვლად, ფესტივალის ლოგოს იხილავთ. კოლექცია მრავალფეროვანია და ის მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელს - პერანგებს, ჩანთებს, შორტებსა თუ საცურაო კოსტუმებს.
კოლექცია 13 ივლისიდან, adidas-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Tomorrowland-ისა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ონლაინ მაღაზიებში გაიყიდება.