Belive

ადეიემიმ ბარსელონას მაისურით პირველი გოლი გაიტანა | ბარსელონამ ბაზელი 5:2 დაამარცხა

22 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

გუშინ ბარსელონასა და ბაზელს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. კატალონიელებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით, 5:2 მოუგეს. ერთ-ერთი გოლი ბარსელონას ახალი ფეხბურთელის, კარიმ ადეიემის ანგარიშზე იყო, რომელიც კატალონიელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირობებში დაიმატეს. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელის თამაშს Marca გამოეხმაურა. როგორც სპორტული გამოცემა აღნიშნავს, 24 წლის ფეხბურთელმა, ამ მატჩში, "მან თავისი სიტყვა თქვა, ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა და მატჩის მთავარი გმირიც იყო".

ადეიემი ბარსელონაში, დორტმუნდიდან, 22 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში, გერმანიაში თამაშის პერიოდში, ადეიემიმ, ძირითად შემადგნელობაში ადგილი დაკარგა. ახლა კი, ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, კვლავ თავის წარმატებულ კარიერულ სვლას გააგრძელებს. თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, მას სერიოზული კონკურენციის გავლა მოუწევს. იმისათვის, რომ ადეიემი კატალონიელთა ძირითადი თერთმეტეულის შეუცვლელი წევრი გახდეს, საჭიროა, რომ მან ლამინ იამალს, რაფინიასა ან ენტონი გორდონს უნდა აჯობოს, რომელიც ამ ზაფხულს, ბარსელონაში, ნიუკასლიდან გადავიდა.

ლა ლიგის 2026/27 წლების ეზონი უკვე დაიწყო. ბარსელონას ჯერ არ უთამაშია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გერმანელი ფეხბურთელი, ბაზელის წინააღმდეგ ნაჩვენები ფეხბურთის გამეორებას ესპანეთის ჩემპიონატშიც შეძლებს, შესაძლოა, ის ძირითადი თერთმეტეულის წევრიც გახდეს.

სხვა სტატიები