ადებაიორი ევროპას დაემშვიდობა და კარიერას პარაგვაიში გააგრძელებს
"არსენალის," "მანჩესტერ სიტის," და მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი, ემანუელ ადებაიორი, კარიერას პარაგვაიში გააგრძელებს. "ოლიმპიას" ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ტოგოელი ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. საინტერესო ფაქტია, რომ ემანუელ ადებაიორი "ოლიმპიაში" ცნობილ ფორვარდთან, როკე სანტა-კრუზთან ერთად ითამაშებს, რომელიც შორეულ 1999 წელს, მიუნხენის "ბაიერნმა" სწორედ "ოლიმპიადან" შეიძინა. 2009 წელს, ადებაიორი და სანტა კრუზი "მანჩესტერ სიტიში" ერთად ასპარეზობდნენ, თუმცა გუნდის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი არცერთ მათგანს არ დაუტოვებია. ადებაიორთან დაკავშირებით, მხოლოდ შეიძლება მისი ცნობილი გოლის აღნიშვნა გავიხსენოთ, როდესაც "არსენალთან" დაპირისპირებისას, მთელი მოედანი გაირბინა და "მეთოქეების" გულშემატკივარის წინ, გოლის გატანა ეპატაჟურად იზეიმა.
Sí. Adeba llegó ⚽ The black and white from Paraguay! ⚪⚫⚪ https://t.co/ypLY18uxWm — Club Olimpia (@elClubOlimpia) February 11, 2020