Belive

აბრამოვიჩმა ჩელსის მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჩელსის'' მფლობელის, რომან აბრამოვიჩის განცხადებით, ლონდონურ გუნდს დღეიდან ჩელსის საქველმოქმედო ფონდი უხელმძღვანელებს:

,,ჩელსის მმართველობის თითქმის 20 წლიან პერიოდში, ყოველთვის განვიხილავდი საკუთარ როლს, როგორც გუნდის მეურვეს, რომლის მოვალეობაც არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი წარმატებულები, როგორიც დღეს ვართ, ასევე, ავაშენოთ მომავალი და, ამასთან, შევიტანოთ პოზიტიური წვლილი ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი და ამ ღირებულებების ერთგული ვრჩები. სწორედ ამიტომ, გუნდზე ზრუნვისა და მართვის სადავეებს ჩელსის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადავცემ. მჯერა, რომ ამჟამად სწორედ ისინი არიან საუკეთესო პოზიციაში, რათა გუნდის, ფეხბურთელების, პერსონალისა და გულშემატკივრების ინტერესები დაიცვან,'' - აბრამოვიჩს განცხადებას ლონდონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ რომან აბრამოვიჩს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, ბრიტანეთში აღარ შეუშვებდნენ. რუსმა ოლიგარქმა ლონდონური კლუბი 2003 წელს შეიძინა. მას შემდეგ ,,არისტოკრატებმა'' პრემიერლიგა 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა კი 2-2-ჯერ მოიგეს.

სხვა სტატიები