Belive

ალეშანდრო პატომ კიდევ ერთი კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრო პატომ კიდევ ერთი კლუბი დატოვა. 30 წლის ბრაზილიელმა "სან პაულოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. "დღეს ჩემი კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი "სან პაულოს" ამ ბოლო 17 თვის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის, მხარდაჭერისა და პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ერთგულ გულშემატკივარს.  ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მერგო "სან პაულოს" მაისურის მორგების პატივი", - თქვა პატომ. "სან პაულოში" პირველად პატო 2014-15 წლებში გამოდიოდა და მთლიანობაში ამ კლუბში 105 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. პატოს კარიერის საუკეთესო პერიოდი "მილანს" უკავშირდება. იტალიურ გრანდში ყოფნისას ის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა ხშირმა ტრავმებმა მას კარიერის სრულფასოვნად განვითარებაში ხელი შეუშალა.

სხვა სტატიები