"მანჩესტერ იუნაიტედში" შექმნილი დაძაბული სიტუაცია და მის გარშემო აგორებული სკანდალები - პოლ პოგბას Instagram-ზე აქტიურობაში ხელს არ უშლის. "წითელი ეშმაკების" ფრანგმა ვარსკვლავმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, Instagram-ზე 88 დღის ამსახველი პოსტი, იგივე "სთორი" განათავსა.
პოლ პოგბა შვებულების დღეებს აშშ-ში ატარებს. ნიუ-იორკში გატარებული დროის ამსახველი კადრები პოგბამ საკუთარ Instagram-ზე განათავსა. პოლ პოგბა ერთ-ერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერლის კონცერტს დაესწრო, მან ასევე მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისთვისაც მოიცალა - ამ ყველაფრის ამსახველი კადრები კი საკუთარ Instagram-ზე განათავსა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინა სასეზონო ვარჯიშები 1 კვირაში განახლდება და პოგბა იძულებული გახდება კერინგტონის სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდეს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოგბას გაფორმებით "რეალი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.