Belive

არიენ რობენის კვალდაკვალ: ვესლი სნეიდერმა კარიერა განაახლა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა, 36 წლის ასაკში კარიერის განახლება გადაწყვიტა. მისი ყოფილი თანაგუნდელის და თანამემამულის არიენ რობენის კვალდაკვალ, სნეიდერიც მშობლიურ ჩემპიონატში ითამაშებს, ის "უტრეხტის" მაისურს მოირგებს. რაც შეეხება რობენს, ისიც ჰოლანდიის ერედივიზიონში, "გრონიგემის" შემადგენლობაში ითამაშებს. სნეიდერი ქალაქ უტრეხტშია დაბადებული. უცნაურია, მაგრამ მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში, მას ამ ქალაქის გუნდში არასდროს უთამაშია, როგორც ჩანს, მან ფეხბურთიდან წასვლა მშობლიური ადგილისადმი ვალის მოხდის შემდეგ გადაწყვიტა. სნეიდერმა "აიაქსში", მადრიდის "რეალში", მილანის "ინტერში", "გალათასარაიში", "ნიცასა" და "ალ გარაფაში" ითამაშა. ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და თურქეთის ჩემპიონობასთან და სხვა ტიტულებთან ერათად, 2010 წელს, ჰოლანდიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა ფეხბურთელმა "ინტერის" რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რამდენიმე თვეში კი მუნდიალის ფინალშიც გავიდა.

სხვა სტატიები