Belive

8 ფეხბურთელი, რომელმაც 2017/18 წლების შემდეგ ვან დაიკის მოტყუება შეძლო

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

პრემიერ ლიგის უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ 8 ფეხბურთელმა შეძლო ვირჯილ ვან დაიკის მოტყუება. 2018 წელს, 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, ვან დაიკი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ვან დაიკის მოტყუება პრემიერ ლიგის ტოპ თავდამსხმელებმა შეძლეს თუმცა 8 ფეხბურთელს შორის მხოლოდ 2 თავდამსხმელია. ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი") მიკელ მერინო ("ნიუკასლი") ნიკოლას პეპე ("არსენალი")

ჯეი როდრიგესი ("ბარნლი") ბერნარდო სილვა ("მანჩესტერ სიტი") დელე ალი ("ტოტენჰემი") რუბენ ნევესი ("ვულვზი") მუსა ჯენეპო ("საუთჰემპტონი") 8 ფეხბურთელს შორის "არსენალის" წარმომადგენლები ლიდერობენ. გასული წლის აგვისტოში ნიკოლას პეპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ვან დაიკი მოატყუა და ნიდერლანდელი მცველის 50-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა. ლაკაზეტმა 28 წლის მცველის მოტყუება "საუთჰემპტონში" ასპარეზობის დროს შეძლო. უამრავი ადამიანი თვლის, რომ ვირჯილ ვან დაიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველია, თუმცა განსხვავებული აზრი აქვს რიშარლისონს. "ევერტონის" შემტევმა განაცხადა, რომ ვან დაიკის მოტყუება შეძლო (ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რიშარლისონს ვან დაიკი არასდროს მოუტყუებია). რიშარლისონმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს სამ საუკეთესო მცველს შორის ვან დაიკი არ შედის. რიშარლისონის მტკიცებით, მარკინიოსი, ტიაგო სილვა და სერხიო რამოსი ვირჯილ ვან დაიკზე უკეთესი მცველები არიან. "ვან დაიკზე უამრავს საუბრობენ. რა თქმა უნდა ის დიდებული მცველია მაგრამ მისი მოტყუება შევძელი. ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ვან დაიკი მსოფლიოს სამ საუკეთესო მცველს შორის დაასახელეს - ჩემთვის უკეთესი მცველები არსებობენ. ტიაგო სილვა, მარკინიოსი და სერხიო რამოსი ვან დაიკზე უკეთესები არიან", - აღნიშნა რიშარლისონმა.

სხვა სტატიები