Belive

რას ამბობენ მესი და რონალდუ ერთმანეთზე?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი: პელე თუ მარადონა, ამაზე 1970-იან და 80-იან წლებში კამათობდნენ, დღეს კი სხვა რეალობაა. დღეს შესადარებლად ორი მთავარი ფიგურაა: კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. გულშემატკივრები ითვლიან გოლებს, პასებს, ტიტულებს და დაფარულ დისტანციას კი. ყველა საფეხბურთო სოციუმიში გაიგონებთ არაერთი სტატისტიკური კომპონენტის მიხედვით არგენტინელი და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავების შედარებებს, შეფასებებს და ა.შ, მაგრამ საინტერესოა, თავად ოქროს ბურთის რეკორდსმენები რას ამბობენ ერთმანეთზე. წლების განმავლობაში, კრიშტიანუსა და ლიონელსაც არაერთი ჟურნალისტი ეკითხება თუ რას ფიქრობს მის მარადიულ კონკურენტზე. მოდით, მათ შორის გამორჩეულებს გადავხედოთ.

რონალდუ მესიზე: 2019: "აღფრთოვანებული ვარ იმ კარიერით, რომელიც მესის აქვს. მან უკვე თქვა, რომ ესპანეთიდან ჩემი წასვლა მისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. ეს არის მეტოქეობა, რომელსაც ის აფასებს. ყველა დიდებულ სპორტსმენს ჰყავდა კონკურენტი თავისი მოღვაწეობის პერიოდში: მაიკლ ჯორდანს, აირტონ სენას და სხვებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი კონკურენცია ჯანსაღია. ჩვენ რა თქმა უნდა, კარგი ურთიერობა გვაქვს. მართალია, ჯერ ერთად არ გვივახშმია, მაგრამ იმედი მაქვს ეს მომავალში მოხერხდება. 15 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ავდივართ სცენაზე, გახსენდებათ კიდევ სხვა ასეთი 2 ბიჭი? ჩვენ ესპანეთში ყოფნისას ერთმანეთს ვაძლიერებდით. სასიამოვნოა, რომ ჩვემი ბრძოლა ისტორიის ნაწილი გახდა"

მესი რონალდუზე: 2020: "დღეს მსოფლიოში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია: ნეიმარი, ლუის სუარესი, კილიან მბაპე, ედენ აზარი და სხვები, მაგრამ ამ ჯგუფიდან კრიშტიანუს გამოვარჩევ და ჩემთან ერთად ცალკე ადგილს მივუჩენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იყო, კრიშტიანუსთან თამაში სასიამოვნოც იყო. როცა ის მადრიდში იყო, ტიტულების მოსაგებად მეტი მოტივაცია მქონდა. "იუვენტუსს" დიდ პატივს ვცემ, ამ გუბდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და დიდ ძალას წარმოადგენს, მაგრამ რონალდუსთან ერთად სრულად განსხვავებულია. ამდენი წლის განმავლობაში მაღალი დონის შენარჩუნება მარტივი არ არის. ეს იყო დუელი, რომლის ექოც კიდევ მრავალი წელიწადი გაგრძელდება. ყველაფერი იმანაც გააძლიერა, რომ ჩვენ ისეთ გუნდებში ვთამაშობდით, რომლებიც ერთმანეთის მარადიული მეტოქეები არიან. ვფიქრობ, ამ ყველაფრით ფეხბურთის ქომაგებმაც ისიამოვნეს. მიხაროდა, რომ 5 ოქროს ბურთი მქონდა მოგებული და მომდევნოს მოსაგებად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. როცა კრიშტიანუმ ანგარიში გაათანაბრა, ამან ცოტა შემაშინა. პირველ ადგილზე მყარად აღარ ვიდექი. თუმცა, ეს ყველაფერი ლოგიკური და დამსახურებული იყო. მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, ჩვენ კი ეს არ გვაქვს, რადგან ერთმანეთს მხოლოდ დაჯილდოებაზე ვხვდებით. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სასაუბროდ დრო გვეძლევა".

სხვა სტატიები