Belive

სფფ ვეტერანებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეხმარება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წინასააღდგომო პერიოდში, სხვადახვა საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარა. სფფ-ს ორგანიზებით, რეგიონალურ ფედერაციებს სპეციალური სასაჩუქრე ყუთები გაეგზავნათ, რომლებიც თავის მხრივ საქართველოს მასშტბით ყველა 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელს გადასცემენ. გარდა ამისა, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ თბილისის მერიას საკვები და ჰიგიენური პროდუქტები გადასცა, რომელიც სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებულ მოქალაქეებს დაურიგდებათ.
"ფეხბურთის ფედერაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა აქტივობებს. ამჯერად ჩვენ გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ ჩვენი პატივსაცემი ვეტერანი ფეხბურთელების მხარდაჭერა, რაშიც ჩვენი რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციები დაგვეხმარებიან. ასევე, სპეციალურ სასაჩუქრე ყუთებს გადავცემთ თბილისის მერიას, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან ეს პირველი აქტივობა არ არის, როგორც იცით, პირველი ორგანიზაცია ვიყავით, ვინც ვირუსთან საბრძოლველად თანხა გამოყო 100 ათასი ლარის ოდენობით და გადარიცხა დახმარების ფონდში. ჩვენი იმედი შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ. ვიქნებით იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ გულშემატკივრებს და ჩვენ ქვეყანას",-განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

სხვა სტატიები