Belive

ბარსამ მიზანს მიაღწია - ახალი კონტრაქტი უახლოეს დღეებში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გამოცემა Mundo deportivo წერს, რომ "ბარსელონა" მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოსაა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შენარჩუნება სურს. გერმანელ მეკარესა და ესპანურ კლუბს შორის მოლაპარაკებები სეზონის დაწყებიდან მიმდინარეობს. ჩანს, "ბარსამ" მთავარ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში იგი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჯერჯერობით უცნობია ხელშეკრულების დეტალები, მაგრამ ირკვევა, რომ ტერ შტეგენი "ბარსელონაში" კიდევ სულ მცირე 4 წლით დარჩება. 27 წლის გოლკიპერი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 224 მატჩში, 94-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები