Belive

719-დღიანი სერია შეწყდა - ბარსელონას ქალთა გუნდმა პრიმერაში წააგო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში დიდი სენსაცია მოხდა - ,,ბარსელონა'' ,,მადრიდთან'' სტუმრად 2:1 დამარცხდა.

შედეგად კატალონიური გუნდის შთამბეჭდავი სერია შეწყდა - ,,ბარსელონას'' პრიმერა დივიზიონში ბოლოს წაგებული 719 დღის წინ, 2021 წლის პირველ ივნისს, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' ჰქონდა (3:4).

მას შემდეგ კლუბმა 65 მატჩი ჩაატარა 63 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, დღეს კი პირველად წააგო.

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონამ'' ჩემპიონატი 85 ქულით დაასრულა, 118 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა. ხონათან ხირალდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, სადაც 3 ივნისს ,,ვოლფსბურგს'' შეხვდება.

სხვა სტატიები