Belive

6-წლიანი კონტრაქტი ნიკო უილიამსს | ბარსა ესპანელის გაფორმებასთან ახლოსაა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"Foot Mercato“-ს ცნობით, ბარსელონამ ნიკო უილიამსთან ექვსწლიანი პირადი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც, ესპანელი „კამპ ნოუზე“ 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება. ბილბაოს ვინგერს, ლამინე იამალთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, ჰანსი ფლიკის შეტევის გეგმებში კი ესპანური ფლანგების გამეორება შედის. შეთანხმების დასრულების შემთხვევაში, უილიამსი ბარსელონაში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბარსელონას ინტერესი უილიამსის მიმართ ერთ წელზე მეტია გრძელდება. კლუბმა, გასულ ზაფხულს, ნიკო მთავარ სამიზნედ აქცია, მაგრამ დანი ოლმოს შეძენამ კლუბის შეზღუდული სატრანსფერო რესურსები მნიშვნელოვნად დააზარალა. გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ნიკოზე ძალიან გაბრაზდა, როცა მან ბილბაოში ნომერი შეიცვალა. ბოლო დროს, ფეხბურთელის ბანაკსა და კლუბების ხელმძღვანელებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. როგორც ამბობენ, ბილბაოს ატლეტიკი, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

სხვა სტატიები