6-დან ხუთი მარცხი | ვესტ ჰემმა პოტერი გაუშვა და ეშპირიტუ მოჰყავს
ვესტ ჰემ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერი გაათავისუფლა. ინგლისურმა კლუბმა, სეზონის დაწყებიდან, 6 მატჩი ჩაატარა და 5-ჯერ დამარცხდა (5 მატჩი პრემიერ ლიგაში, 1 კარაბაოს თასზე).
CBS Sports-ის ცნობით, ვესტ ჰემი ნოტინგემ ფორესტის ყოფილ თავკაცს, პორტუგალიელ ნუნუ ეშპირიტუს მიმართავს, რომელიც უმუშევარია და შეთავაზებას დათანხმდება. ეშპირიტუს პრიორიტეტი დაცვის დალაგგება იქნება, ვესტ ჰემმა ამ სეზონში, ხუთ მატჩში, პრემიერ ლიგაში ყველაზე ბევრი - 13 გოლი გაუშვა. პოტერმა პარასკევს შუადღისას გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ ეს საკითხი უნდა გამოსწორებულიყო.
ვესტ ჰემ იუნაიტედს შეუძლია დაადასტუროს, რომ მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი კლუბიდან წავიდა.
გასული სეზონის მეორე ნახევრისა და 2025/26 წლების სეზონის დაწყების შედეგები და შესრულება მოლოდინებს არ შეესაბამებოდა, ამიტომ დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, რომ ცვლილებები აუცილებელია პრემიერ ლიგაში პოზიციის რაც შეიძლება მალე გასაუმჯობესებლად. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში
ამჟამად, ლონდონური გუნდი, პრემიერ ლიგაში, ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. 2025 წლის იანვრიდან, პოტერმა ვესტ ჰემთთან ერთად 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 6 მოიგო.
West Ham United can confirm that Head Coach Graham Potter has left the Club.
— West Ham United (@WestHam) September 27, 2025
Full statement below.