Belive

50 მილიონი ევრო ყოველწლიური ანაზღაურება | რაიოლამ ჩელსის ჰოლანდის პირობები წარუდგინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად, საქმე "დორტმუნდის" ბორუსიას ნორვეგიელ ვარსკლავს, ერლინგ ჰოლანდს ეხება, რომლის გადაბირებითაც ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული. ლონდონელებმა პირველადი კომუნიკაცია ჰოლანდის აგენტთან, მინო რაიოლასთან დაამყარეს, რომელმაც ფეხბურთელის ყოველწლიურ გასამრჯელოდ 50 მილიონი ევრო დაასახელა, ხოლო ტრანსფერის რეალიზების შემთხვევაში ერთგვარი საკომისიოს სახით საკუთარი თავისთვის 40 მილიონი ევრო მოითხოვა. საყურადღებოა, რომ გერმანულმა კლუბმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ჰოლანდის შესაძლო გასხვისება, კატეგორიულად უარყო. ნორვეგიელი ფეხბურთელის შეძენით არაერთი უმაღლესი დონის კლუბია დაინტერესებული - "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი". აღსანიშნავია, რომ "რეალის" ხელმძღვანელები მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ჰოლანდისთვის ბრძოლას გეგმავდნენ, თუმცა კლუბის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ რთულად სავარაუდოა, რომ 21 წლის ფეხბურთელი მოკლე დროში გასხვისდეს.

სხვა სტატიები