Belive

5 წლიანი კონტრაქტი - კამადა დორტმუნდში თამაშთან ახლოსაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და "აინტრახტის" ნახევარმცველი - დაიჩი კამადა, "დორტმუნდში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ იაპონელი ფეხბურთელი მზადაა კლუბი შეიცვალოს, თავის მხრივ "დორტმუნდიც" მზად არის, რომ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

დაიჩი კამადამ მიმდინარე სეზონში 31 ჩატარებულ მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ლიდერია.

სხვა სტატიები