მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის "ESPN"-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი - ლეო მესი, ესპანურ გრანდთან კონტრაქტს თვის ბოლოს გაახანგრძლივებს.
ლეო მესი დათანხმდა, რომ დარჩეს "ბარსელონაში" კიდევ 5 წლით, ანუ 2026 წლამდე. ამასთან ერთად, მესი ხელფასის 50%-ით შემცირებაზეც თანახმაა.
მესის ,,ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი ყიდვით დაინტერესებულები მანჩესტერ "სიტი" და "პსჟ" იყვნენ. არგენტინელი ვარსკვლავის წინა კონტრაქტი 4 წელზე იყო გაწერილი, რა დროშიც იგი €500 მილიონს იღებდა.
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ მესისთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ ხარჯების შემცირების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი - ეს იქნებოდა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ "ბარსელონა" ლა ლიგის ფინანსური "ფეარ პლეის" წესებთან თანხვედრაში ყოფილიყო. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, "ბარსელონას" სახელფასო ბიუჯეტი €671 მილიონიდან €382.7 მილიონამდე შემცირდა და დიდი ალბათობით, ფეხბურთელები მომდევნო სეზონიდან კიდევ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ.
"იმედი მაქვს, ბარსელონა მესის გუნდში დატოვებას შეძლებს, ამისთვის კი მათ სახელფასო ბიუჯეტის შემცირება მოიწევთ", - აღნიშნა ივნისის ბოლოს ხავიერ ტებასმა.
გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.