5 დებიუტანტი | ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნოემბერში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში 5 დებიუტანტი მოხვდა - ალანი (მანჩსტერ სიტი), ალისონ სანტანა (შახტარი), ანდრე ლუისი (კორინთიანსი), ჟონათან ჟესუსი (კრუზეირო) და მარლონ გომესი (შახტარი).
ანჩელოტის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები - ბენტო, ლუკას პერი, პედრო მორისკო
მცველები - არტურ დიასი, კარლოს აუგუსტო, დუგლას სანტოსი, გაბრიელ მაგალაესი, ჟაირ კუნია, ჟონათან ჟესუსი, ვანდერსონი, ვესლი, ვიტორ რეისი
ნახევარმცველები - ანდრე, ბრუნო გიმარაესი, ანდრეი სანტოსი, დანილო სანტოსი, ჟოაო გომესი, მარლონ გომესი, გაბრიელ ბონტემპო.
თავდამსხმელები - ვინისიუს ჟუნიორი, ესტევაო, რაფინია, რაიანი, ალისონ სანტანა, ალანი, ენდრიკი,
ბრაზილიის ნაკრები 14 ნოემბერს იაპონიას შეხვდება, 17-ში კი - სინგაპურს.
![r/soccer - [TNT Sports Brasil] Brazil squad for friendlies against Japan and Singapore](https://i.redd.it/to2sduzw6gyh1.jpeg)