Belive

47-წლიანი ისტორიის განმავლობაში, კირიბატის საფეხბურთო ნაკრებმა პირველად გაიმარჯვა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საერთაშორისო ფეხბურთში გამოჩენიდან 47 წლის თავზე, კირიბატის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. კირიბატიმ ფიჯის გუნდი - ნადროგა 6:0 გაანადგურა და 2026 წლის FMF Inter-District Championship Premier Division-ის ნახევარფინალში გავიდა.

ნადროგა ფიჯის რაიონული კლუბია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შედეგი კირიბატის პირველ ოფიციალურ საერთაშორისო გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. თუმცა, თავად ეროვნული გუნდისთვის ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო: პირველი შემთხვევა, როდესაც კირიბატელმა ფეხბურთელებმა მოედანი გამარჯვებულებმა დატოვეს.

ამრიგად, გუნდმა, რომელიც ფიჯის ერთ-ერთ უდიდეს შიდა ტურნირზე აუტსაიდერის სტატუსით ჩავიდა, უბრალო გამოცდილების მიღებიდან, IDC-ის სადებიუტო გათამაშების პლეი-ოფამდე მიაღწია.

ფიჯიში ამ ტურნირზე გამგზავრებამდე, კირიბატის ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ 11 ოფიციალური მატჩი ჰქონდა ჩატარებული - 11-ვე წყნარი ოკეანის თამაშებზე. ამ 11 მატჩში კირიბატელებმა 7 გოლი გაიტანეს და 125 გაუშვეს. მათთვის საუკეთესო შედეგი 1979 წელს ტუვალუსთან ფრე 3:3 იყო, სადაც საბოლოოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

კირიბატიში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ბალახის მოედანი არ აქვთ.