44 338 - საქართველოსა და ისრაელის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის რეკორდი დამყარდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საქართველო ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
,,დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 44 338 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
წინა ორი რეკორდიც თბილისში დამყარდა - საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩს 43 043 ადამიანი დაესწრო, საქართველოსა და ბელგიის მატჩს კი - 41 887.
ისრაელის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ხვალ ინგლისისა და პორტუგალიის შეხვედრაში გაირკვევა.