41 წლის მატიე ვალბუენა კარიერას მალტის მეორე დივიზიონის კლუბში გააგრძელებს
41 წლის მატიე ვალბუენა კარიერას მალტის მეორე დივიზიონის კლუბ სანტა ლუსიაში გააგრძელებს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალტურ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტი გააფორმა, მეორე წლით გახანგრძლივების ოფციით.
ვალბუენა გასულ სეზონში ოლიმპიაკოსის სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, მას შემდეგ კი თავისუფალი აგენტია და უკვე ოფიციალურად სანტა ლუსიას ფეხბურთელი გახდა. ოლიმპიაკოსის სარეზერვო გუნდში ვალბუენამ 11 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შემტევი ფრანგი ფეხბურთელი კარიერის დასრულებას საბერძნეთში ფიქრობდა, სადაც 2 წლის წინ აკადემიაც კი გახსნა, მაგრამ მალტიდან შეთავაზება მიიღო და ჯერჯერობით კარიერის გაგრძელება ამჯობინა.
🚨🇫🇷 𝗠𝗔𝗧𝗛𝗜𝗘𝗨 𝗩𝗔𝗟𝗕𝗨𝗘𝗡𝗔 𝗩𝗔 𝗧𝗘𝗥𝗠𝗜𝗡𝗘𝗥 𝗦𝗔 𝗖𝗔𝗥𝗥𝗜𝗘̀𝗥𝗘... À MALTE ! 🇲🇹☀️
— Prime Video Sport France (@PVSportFR) July 27, 2026
À 41 ans, "Petit vélo" refuse de dire stop au football et s'est engagé à Santa Lucia FC, en deuxième division maltaise ✍️
🎯 Son ultime défi : faire remonter le club en première… pic.twitter.com/4PQAB4bNRT
შეგახსენებთ, რომ მატიე ვალბუენა საკმაოდ ბევრ და კარგ კლუბში ასპარეზობდა, ესენია: ბორდო B, ლანგონი, სენტ-სევრინი, მარსელი, დინამო მოსკოვი, ლიონი, ფენერბაჰჩე, ოლიმპიაკოსი, ლიმასოლი, კალითეა, ოლიმპიაკოსი B.
სანაკრებო კარიერას რაც შეეხება ვალბუენამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისური 52 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 8 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.