Belive

4 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ბობი მედლი პრემიერ ლიგას უბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანელი არბიტრი ბობი მედლი 4 წლიანი დისკვალიფიკაციიის შემდეგ, პრემიერ ლიგას უბრუნდება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მედლი პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრას გაუძღვება, რომელშიც "ბრენტფორდისა" და "ვულვზის" დაპირისპირება შედგება.

37 წლის არბიტრს დისკვალიფიკაცია 2018 წელს მიესაჯა. მიზეზად შეურაცხმყოფელი, აგრესიული და მუქარის შემცველი შეტყობინებები დასახელდა, რომელიც მედლიმ სნეპჩათის საშუალებით გაავრცელა. არბიტრმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, რომელიც ეხებოდა ადამიანს, რომელსაც იცნობს და ენდობა, თუმცა, იგი მაინც დაისაჯა.

ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მედლი მოედანს "პირადი შეხედულებების ცვლილების შედეგად უბრუნდება". 37 წლის არბიტრმა პრემიერ ლიგის 91 მატჩი განსაჯა.

სხვა სტატიები