4 კაცი პსჟ-დან | ვინ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში?
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველმა მატჩებმა ჩაიარა და UEFA-მაც საუკეთესო თერთმეტეული გამოარჩია. პსჟ-მა და ბაიერნმა (პარიზში 5:4) საოცარი სანახაობა აჩუქეს ფეხბურთის მოყვარელებს, სადაც ბრწყინავდა ხვიჩა კვარაცხელია - ქართველმა მიუნხენურ გრანდს დუბლი შეუსრულა. ბადის მეორე მხარეს, ატლეტიკომა და არსენალმა ფრედ, 1:1 ითამაშეს.
UEFA-ს კვირის ოფიციალურ გუნდში პსჟ-ს 4, ბაიერნის 3, ატლეტიკოსა და არსენალის 2-2 ფეხბურთელი მოხვდა.
საუკეთესო თერთმეტეული:
მეკარე: რაია (არსენალი)
მცველები: გაბრიელი (არსენალი), პუბილი (ატლეტიკო), უპამეკანო (ბაიენრი)
ნახევარმცველები: ოლისე (ბაიენი), ჟოაუ ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), კვარაცხელია (პსჟ)
თავდამსხმელები: გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის დიასი (ბაიერნი), დემბელე (პსჟ)
Introducing the Team of the Week 🌟@cryptocom | #UCLTOTW pic.twitter.com/IQmME9Oilj
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) April 30, 2026