Belive

38 წლის ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

38 წლის ინგლისელი ცენტრფორვარდი - ჯეიმი ვარდი, კარიერას სერია A-ს ახლადაღზევებულ კლუბ კრემონეზეში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

დი მარციოს ინფორმაციით, ტრანსფერის მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა და მხარეები საბოლოო შეთანხმებას ასრულებენ, რადგან ტრანსფერმა ოფიციალური სახე მიიღოს.

ვარდი კარიერაში ბოლო გამოწვევას ეძებს მას შემდეგ, რაც მისი 12-წლიანი საოცარი ლესტერული დასრულდა. ჯეიმი ვარდიმ შეუძლებელი შეძლო და პრემიერ ლიგა და FA თასი მოიგო.

კრემონეზე, რომელმაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება პირველ ტურში მილანთან სენსაციური 1:2 გამარჯვებით აღნიშნა, შეტევაში გამოცდილი ბომბარდირის დამატებას ცდილობს. ლომბარდიული კლუბი უკვე მზადაა ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვას, იმის სანაცვლოდ, რომ ჯეიმი ვარდი დაიმატონ.

ასაკის მიუხედავად, ვარდი პრემიერ ლიგაში ბოლო სეზონშიც პროდუქტიული იყო - მან ლესტერის მაისურით 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელი ასევე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი იყო 2019-20 წლების სეზონის ბოლოს.

სხვა სტატიები