Belive

£367,200 ან არაფერი - ლივერპულის ფანმა 5 წუთში სოლიდური თანხა დაკარგა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
22 მაისს, პრემიერ ლიგის უკანასკნელი (38) ტურის მატჩები გაიმართა. გულშემატკივართა ყურადღება "ეტიჰადისა" და "ენფილდისკენ" იყო მიმართული, სადაც საჩემპიონო ბატალიებში ჩართული "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" ასპარეზობდნენ. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, "ლივერპულს" აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა, ხოლო "მანჩესტერ სიტის" საკუთარ მოედანზე ქულები უნდა დაეკარგა. მერსისაიდელებმა "ვულვზი" 3:1 დაამარცხეს, თუმცა ნამდვილი საფეხბურთო დრამა, რომელშიც 5 გოლი გავიდა, გულშემატკივრებმა "ეტიჰადზე" იხილეს. "მანჩესტერ სიტის" უპირატესობის მიუხედავად, პირველი გოლი "ასტონ ვილამ" გაიტანა და "ლივერპულის" ფანებს გაუჩნდათ იმედი, რომ სტივენ ჯერარდი და ფილიპე კოუტინიო "სიტისთვის" ქულების ართმევას შეძლებდნენ. მატჩის 69-ე წუთზე, ფილიპე კოუტინიომ "მანჩესტერ სიტის" კარი აიღო და ტაბლოზე წარმოუდგენელი ანგარიში დაფიქსირდა 0:2. ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი მორიგი სასწაულის მოხდენას და მატჩის გადარჩენას შეძლებდა. "ლივერპულის" საჩემპიონო ამბიციები თანდათან რეალობას უახლოვდებოდა. საყვარელი გუნდის წარმატების ერთ-ერთ ფანს განსაკუთრებით სჯეროდა. გულშემატკივარმა სეზონის დაწყების წინ, Betfair-ზე 100 ფუნტიანი ფსონი განათავსა, რომ “ლივერპული” ისტორიულ ქუადრუპლს დააფიქსირებდა. ოთხივე ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, ფანი £367,200 მოიგებდა, თუმცა... "მანჩესტერ სიტიმ" 5 წუთში 3 გოლის გატანა შეძლო და "ასტონ ვილა" დაამარცხა 3:2.
Untitled
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, იმ დროს, როდესაც "მანჩესტერ სიტი" 0:1 მარცხდებოდა, Betfair-მა მომხმარებელს ქეშ-აუთის სახით £62,371 შესთავაზა, თუმცა ტანიამ თანხის განაღდებაზე უარი განაცხადა. 75-ე წუთზე, "მანჩესტერ სიტი" 0:2 მარცხდებოდა, ქეშ-აუთის სახით Betfair-მა მომხმარებელს £95,000 შესთავაზა, თუმცა "სიტის" მარცხსა და "ლივერპულის" ჩემპიონობაში დარწმუნებულმა ტანიამ კვლავ უარი განაცხადა და ქეშ-აუთი არ გამოიყენა. "მანჩესტერ სიტიმ" 5 წუთიან მონაკვეთში "ასტონ ვილას" 3 გოლი გაუტანა და პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რითიც "ლივერპულის" ქუადრუპლს წერტილი დაუსვა.

სხვა სტატიები