Belive

36 წლის მოდრიჩი დაფრინავს | ხორვატის საუკეთესო მომენტები სელტიკთან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის მფლობელმა, ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებულმა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა, 36 წლის ლუკა მოდრიჩმა მეტოქის გულშემატკივრისგან მორიგი მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. არცაა გასაკვირი, როგორ არ უნდა გიყვარდეს მოდრიჩი?

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, პირველ ტურში "სელტიკს" ესტუმრა და ვინისიუსის, მოდრიჩისა და აზარის გოლებით, ანგარიშით 0:3 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში, გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ქარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ედენ აზარი გამოვიდა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჩვეულებისამებრ, ბრწყინავდა ლუკა მოდრიჩი - ხორვატმა ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლავური მოირგო და გლასგოში "რეალს" უდირიჟორა.

მიმდინარე სეზონში, მოდრიჩს ოვაცია მეტოქის 4-მა გულშემატკივარმა მოუწყო: მას ტაშს "სელტიკის", "ბეტისის", "ალმერიასა" და "სელტას" გულშემატკივარი უკრავდა.

ასევე იხილეთ: აზარი შეუდარებელი იყო | მონატრებული პერფორმანსი ბელგიელისგან

სხვა სტატიები