Belive

35 წაგება 3 წელში - სან მარინოს მწვრთნელის საშინელი სტატისტიკა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სან მარინოს ნაკრების სიძლიერის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა მათი მთავარი მწვრთნელის, ფრანკო ვარელას სტატისტიკა ნამდვილად საინტერესოა. 68 წლის იტალიელმა სპეციალისტმა სან მარინოს ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა. ამ დროის მანძილზე მან გუნდი მოედანზე 37-ჯერ გაიყვანა, საიდანაც სან მარინოელებმა 35 მატჩი დათმეს და მხოლოდ 2 ფრეს მიაღწიეს. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, ფრანკო ვარელა მაინც ინარჩუნებს დაკავებულ პოსტს. აღსანიშნავია, რომ ფრანკო ვარელა პირველად სან მარინოს ნაკრებში 2008 წელს მუშაობდა. მაშინ მისმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მე-4 ლიგელი "ბასანო" 2:0 დაამარცხა.