31 წლის ასაკში სამუელ უმტიტი კარიერას დაასრულებს
31 წლის ფრანგი მცველი, სამუელ უმტიტი კარიერას ამთავრებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია RMC ავრცელებს. წყაროს ცნობით ფეხბურთელმა ლიონის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ მისთვის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. არსებობდა ვარაუდები, რომ ის თავისი ბავშვობის კლუბში ბრუნდებოდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ის კარიერას ასრულებს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს კარიერის განმავლობაში უამრავი ტრავმის გადატანა მოუწია, ბოლოს 2024 წელს მან ორი ოპერაცია გაიკეთა და 2024 წლის იანვრიდან დღემდე არ უთამაშია.
🚨🇫🇷Samuel Umtiti aperçu au centre d’entraînement de l’OL ce vendredi, devrait prendre sa retraite après 13 saisons chez les professionnels https://t.co/RAllJTVkbf
— Fabrice Hawkins (@FabriceHawkins) September 12, 2025
სამუელ უმტიტი ლიონის აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2012 წელს გადავიდა. 2016 წელს ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ ბარსელონამ შეიძინა, 2022 წელს კატალონიურმა გუნდმა იჯარით ლეჩეში გაუშვა, 2023 წელს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ლილში გადავიდა.
კარიერის განმავლობაში უმტიტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მას ასევე მოგებული აქვს ახალგაზრდული U20 მსოფლიო ჩემპიონატი. ბარსელონაში 2-2-ჯერ მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ გახდა ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული, ლიონთან ერთად საფრანგეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.