300 მილიონი და 6 ფეხბურთელი - რეალის სატრანსფერო სია ცნობილია
საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "პაპა კარლომ" სამეფო კლუბის მწვრთნელის პოსტი დატოვოს. უფრო მეტიც - იმის შანსი უფრო მეტია, რომ დატოვოს კლუბი, ვიდრე დარჩეს.
სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესს გადაწყვეტილი აქვს, რომ "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაძლიერდეს და მათ უკვე დაიწყეს ამაზე ფიქრი. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბის" სატრანსფერო მიზანში 7 ფეხბურთელია - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, მილოშ კერკეზი, უილიამ სალიბა, მარტინ ზუბიმენდი, დინ ჰოისენი, ფლორიან ვირცი და ფრანკო მასტანტუონო.
აქვე ცნობილი ხდება, რომ „რეალის“ მაქსიმალური ბიუჯეტი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 300 მილიონი ევრო იქნება და იმ შემთხვევაში თუ კლუბს ბრაზილიელი შემტევი, როდრიგო დატოვებს, მადრიდული გრანდი უმაღლესი კლასის შემტევის დამატებაზეც იზრუნებს.
ფლორენტინო პერესი ძალიან უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ "სამეფო კლუბი" მიმდინარე სეზონში შესაძლოა უტიტულოდ დარჩეს. ისინი ჩემპიონთა ლიგას 1/4-ფინალიდან გამოეთიშნენ, თასისა და სუპერ თასის ფინალებში დამარცხდნენ, ხოლო ლა ლიგაში "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 4 ქულაა, წინ კი დარჩენილი 5 ტური და 11 მაისს გასამართი 'ელ კლასიკოა'.