Belive

3 თვიანი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელის "გენტი" ამხანაგურ მატჩში "დიკელვენს" დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. გიორგიმ სპარინგ შეხვედრაში 45 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მარტის შემდეგ 21 წლის ნახევარმცველს თამაშის საშუალება პირველად მიეცა. ბოლოს ის მოედანზე 3 თვის წინ, "ანდერლეხტთან" გავიდა. სამწუხაროდ, ამ თამაშის შემდეგ ჩაკვეტაძემ დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები