Belive

3 სამიზნე - იტალიურ მედიაში ოსიმენის სავარაუდო შემცვლელები სახელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმ შემთხვევაში თუ ვიქტორ ოსიმენი ,,ნაპოლის'' დატოვებს, იტალიური გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ,,რომას'' თავდამსხმელი, ტემი აბრაჰამი იქნება. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ინგლისელი ნეაპოლელთა სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის ყურადღების ქვეშ დიდი ხანიაა.

ასევე, ოსიმენის სავარაუდო შემცვლელებს შორის ,,ატალანტას'' თავდამსხმელი, რასმუს ჰეილუნი და ,,უნიონ სენ ჟილის'' შემტევი, ვიქტორ ბონიფასე არიან.

,,ნაპოლის'' 24 წლის თავდამსხმელით არაერთი გუნდი, მათ შორის ,,პარი სენ ჟერმენი'', ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' და ,,ჩელსი'', ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში ნიგერიელის ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 26 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები