26 წლის ყოფილი ფეხბურთელი, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მშენებლობაზე მუშაობს
26 წლის ყოფილი ფეხბურთელი, კენდრიმ კამერაი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მშენებლობაზე მუშაობს, მან ეს გადაწყვეტილება კარიერის მანძილზე ხანგრძლივი ტრავმების გამო მიიღო, კერძოდ მან წინა ჯვარედინის მძიმე დაზიანება მიიღო. 26 წლის კოსოვოელ/შვეიცარიელი სპორტსმენი პროფესიონალური ფეხბურთიდან გასულ წელს წავიდა. კენდრიმი შვეიცარიის ყველა ასაკობრივში თამაშობდა და 1 თამაში კოსოვოს 21-წლამდელებშიც ჩაატარა.
სანაკრებო კარიერის გარდა პოზიციით მარჯვენა გარემარბი, იუვენტუსის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, ასევე იასპარეზა ლუცერნის ასაკობრივებში, ლუგანოში, კრინსში, დუკაგინსა და ზუგ 94-ში.
კენდრიმ კამერაი იუვენტუსის მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, იტალიაში მისი თამაში სწორედ კრიშტიანუ რონალდუს იქ ყოფნას დაემთხვა.
ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, TikTok-ზე მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, პოსტს ასეთი წარწერა ახლდა თან: "ცხოვრება ხანდახან იცვლება".
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ კამერაისთან ინტერვიუ ჩაწერა:
მე სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ და უფროსს სურდა, რომ ერთი დღე სამშენებლო მოედანზე გაგვეტარებინა, რათა გაგვეგო, რამდენად რთულია ეს საქმიანობა. იქ მუშაობა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მე კი ძალიან გამიმართლა, რომ ოფისში მიწევს ყოფნა. - კენდრიმ კამერაი
რონალდუსთან თამაშის გამოცდილებაზე...
ეს განსაკუთრებული გამოცდილება იყო, მისი ენერგია ყველას უბიძგებდა მეტის გაკეთებისკენ. ყველაზე მეტად მისმა მენტალიტეტმა მომხიბლა, ის არასდროს ჩერდებოდა და მუდმივად მეტს ითხოვდა როგორც თავისი თავისგან, ასევე სხვებისგანაც. ერთხელ მითხრა: "ნიჭი არაფერს ნიშნავს სტაბილურობისა და შრომისმოყვარეობის გარეშე", ეს ფრაზა ყოველთვის მახსოვს. როდესაც მის ვარჯიშებს ვუყურებდი, მივხვდი რას ნიშნავს სინამდვილეში პროფესიონალიზმი. - კენდრიმ კამერაი
კარიერის დასრულებაზე...
კარიერის დასრულება ძალიან გულდასაწყვეტი იყო. ფეხბურთი ბავშვობიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ამის გარეშე, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ცხოვრება სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ არ მთავრდება. ტრავმების გარეშე დიდი წარმატებისთვის შემეძლო მიმეღწია, სწორ გზაზე ვიდექი და ვგრძნობდი, რომ სეზონიდან სეზონამდე ვუმჯობესდებოდი, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ მიყვარს და ვაკეთებდი ყველაფერს რაც შემეძლო, ეს არის მთავარი.
ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ფეხბურთში დავბრუნდე და რაიმე ტიპის საქმიანობა შევითავსო. შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელად ვიმუშავო და დავეხმარო მათ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ, რაც მე დავუშვი. - კენდრიმ კამერაი
Cristiano Ronaldo’s ex-teammate now working on a construction site aged 26https://t.co/2jCIGtskdS
— talkSPORT (@talkSPORT) October 22, 2025