Belive

25 | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ახალი ნომრით ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანურმა "ვალენსიამ" კლუბის მოთამაშეების ახალი ნომრები წარადგინა. მამარდაშვილი 28-ის ნაცვლად, 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაც იმით აიხსნება, რომ გასულ სეზონში, ქართველი მეკარე პირველ გუნდში დარეგისტრირებული არ ყოფილა.

მიმდინარე სეზონში, 21 წლის მეკარე, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. “ლა ლიგის” ეგიდით, “ჟირონას”, “ატლეტიკისა” და “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ნათამაშებ მატჩებში მან 2 გოლი გაუშვა. შედეგად, “ვალენსიას” კარის ქართველი დარაჯი SofaScore-ის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

აგვისტოში, მამარდაშვილმა საშუალოდ 7.07 შეფასება დაიმსახურა და U21 კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა.

WDo2dE2E0O5gxwuHtZEbAQHEVhOgRMkRBpJl6VaXqaWqzA5HQvO2dOMooRmGCN3h

სხვა სტატიები