Belive

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი | ესპანეთმა 90-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სლოვაკეთში 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

ტურნირი მასპინძელი გუნდისა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, ესპანეთის ნაკრების დაპირისპირებით გაიხსნა და ,,ფურია როხას'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე ესპანელებმა გახსნეს, თავი მარკ პუბილმა გამოიჩინა. 2 წუთში მატეო ჯოზეფმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევავარში მასპინძლებმა 5-წუთიან მონაკვეთში 2 გოლის გატანა შეძლეს და წონასწორობაც აღადგინეს. მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე სესარ ტარეგამ დააფიქსირა და ესპანეთს მოაგებინა.

ესპანეთი მომდევნო შეხვედრას 14 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, სლოვაკეთი კი ამავე დღეს იტალიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები