Belive

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 21-წლამდელები სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. რჩეული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის "ლოკომოტივი"), დავით კერესელიძე ("გაგრა"), ლუკა სანიკიძე ("თელავი"). მცველები: დავით კობოური ("დინამო თბილისი"), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თბილისის "ლოკომოტივი"), თორნიკე ძოწენიძე, ილია ბერიაშვილი (ორივე "თელავი"), შალვა ბურჯანაძე (ყალტუბოს "სამგურალი"), გიორგი ჯინჯოლავა (თბილისის "ლოკომოტივი"). ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა "დინამო თბილისი"), ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (ორივე თბილისის "ლოკომოტივი"), ლუკა სილაგაძე ("ვალმიერა", ლატვია), იური ტაბატაძე ("საბურთალო"), ირაკლი ზარიძე ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო"), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე" ვალენსია, ესპანეთი). თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (გორის "დილა"), გიორგი გულიაშვილი ("საბურთალო"), სერგო კუხიანიძე (წყალტუბოს "სამგურალი"). გიორგი იაკობიძე თბილისის "ლოკომოტივი"). ​ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის  მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება.

სხვა სტატიები