Belive

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ნაკრები იასპარეზებს. The Athletic-ის ცნობით, აღნიშნულ ფორმატს ხუთშაბათს რუანდის დედაქალაქ კიგალიში დაამტკიცებენ.

საინტერესოა, რომ თავდაპირველი ვერსიით, მუნდიალზე სამგუნდიანი ჯგუფები უნდა შექმნილიყო, მაგრამ ამ ვარიანტს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ბოლო ტურში უკვე გუნდებისთვის შედეგები ცნობილი იქნებოდა და თამაშის მიმართ ინტერესიც გაქრებოდა.

ახალი ფორმატის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც ორი საუკეთესო ნაკრები გავა, რომელთაც პლეი ოფში 8 საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ ამ ფორმატის დამტკიცების შემთხევაში, 2026 წლის მუნდიალი ყველაზე ხანგრძლივი იქნება. (39 დღე და 104 მატჩი).

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში გაიმართება და მთავარ საფეხბურთო ტურნირს 16 ქალაქი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები